მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალიანს ჯგუფი": არ შეიძლება, ვისაც როგორ უნდა - ისე აშენებდეს

5d949c52eaea6
ლიკა გურაბანიძე
02.10.19 22:00
1740
კომპანია „ალიანს ჯგუფის“ თანადამფუძნებლის და დირექტორის აკაკი სონგულიას განცხადებით, სამშენებლო სფეროში დაწესებული რეგულაციები მისაღები და აუცილებელია. როგორც აკაკი სონგულიამ განაცხადა, როდესაც საქმე სახანძრო სისტემასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას ეხება, კომპრომისზე წასვლა წარმოუდგენელია.

„სამშენებლო რეგულაციების მიღებას აბსოლუტურად ვეთანხმები, კერძოდ მის იდეას და იმპლემენტაციას. სამშენებლო რეგულაციები აუცილებელია, რადგან არ შეიძლება, ვისაც როგორ უნდა  - ისე აშენებდეს. როდესაც საქმე სახანძრო სისტემასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას ეხება, კომპრომისი წარმოუდგენელია. ჯობია, რომ კვადრატულის თვითღირებულება გაძვირდეს? თუ უბედური შემთხვევები ხდებოდეს?,“ - განმარტა აკაკი სონგულიამ.

სონგულიას განცხადებითვე, რეგულაციებმა მშენებლობის პროცესი გააძვირა.

„თუ ქვეყანა ვითარდება თვითღირებულება და შრომის დანახარჯი ავტომატურად იზრდება, ხოლო ეს პროდუქტის საბოლოო ფასზეც აისახება. ეს არ არის ცუდი პირიქით, პროდუქციის თვითღირებულება და გასაყიდი ფასი რაც უფრო მაღალია, ეს ქვეყნის უფრო მაღალ იმიჯზე მეტყველებს.

ინვესტორისთვის ბევრად უფრო მისაღებია მკაცრი რეგულაციები, ვიდრე არარეგულირებად გარემოშიმუშაობა. ყველა უცხოელი ევროპაში თუ ამერიკაში სამშენებლო სფეროში საკმაოდ მკაცრ რეგულაციებს არის მიჩვეული და ეს მათთვის უცხო არ არის“ - განმარტა სონგულიამ.