მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალიანს ჯგუფ ჰოლდინგი: “მომენტუმი დაიკარგა”, ათამდე კომპანიამ საქართველოში ინვესტირებაზე უარი თქვა

5f99911dad5a4
ანუკა ჯოხაძე
29.10.20 10:10
3498
“ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე დაწესებულმა მკაცრმა საკარანტინე პირობებმა ქვეყანას არაერთი ინვესტორი დააკარგინა. აიეტ კუკავას თქმით, დღეს ბიზნესვიზიტებზე მკაცრი შეზღუდვები აღარ მოქმედებს, მაგრამ “მომენტუმი დაიკარგა”.

როგორც ის bm.ge-სთან განმარტავს, მკაცრი საკარანტინე წესების გამო, რამდენიმე კომპანიას ქვეყანაში შემოსვლა გაურთულდა და ინვესტიციის განხორციელებაზე უარიც კი განაცხადა. მისივე შეფასებით, დანაკლისი ამ შემთხვევაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარია.

“როდესაც ინვესტორი ქვეყანაში შემოდის უნდა შეუქმნა პირობა, რომ ერთ დღეში ან 48 საათში, მაინც შემოვიდეს.
ადამიანები, რომლებიც მოძრაობენ და მილიონებს აბანდებენ, შენს ქვეყანაში მოდიან ინტერესით და ამ დროს მათ რამდენიმე - დღიანი სავალდებულო კარანტინი ხვდებათ, ამან ძალიან დააგდო ინტერესი; იყვნენ ინვესტორები, რომლებიც 2 თვე ელოდნენ ცვლილებებს. მათთვის გვქონდა შეთავაზებული კონკრეტული პროექტები; ისინი დაინტერესებული იყვნენ, შემდეგ კი უკვე უარი თქვეს, რამაც ჩვენი კლიენტები ძალიან გაანაწყენა.

ახლა კი არის შესაძლებელი, რომ ინვესტორი ერთ დღეშიც შემოვიდეს, მაგრამ მომენტუმი დაიკარგა. ჩვენს შემთხვევაში იყო 10-მდე ინვესტორი, რომელთაც უნდოდათ სასტუმროების და უძრავი ქონებების ნახვა, ტურიზმის კუთხით განიხილავდნენ შესყიდვებს, ვინაიდან იაფია და შეეძლოთ ბევრი მიწა ეყიდათ და კრიზისი რომ გაივლიდა სასტუმრო კომპლექსი გაეკეთებინათ,”-ამბობს ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა.