საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „ალიანს ჯგუფი“ შეურთდა, რომელიც 2005 წლიდან აქტიურად არის წარმოდგენილი სამშენებლო სექტორში. კომპანიის მიზანია შექმნას არქიტექტურული ნიშა და ახალი საინვესტიციო პერსპექტივები უძრავი ქონების ბაზარზე. უნდა აღინიშნოს, რომ „ალიანსი“ გამოირჩევა პროექტების მრავალფეროვნებითა და ხარისხით.
სწორედ კომპანია „ალინსს“ უკავშირდება 2005 წელს, ბათუმში, პირველი თანამედროვე კორპუსის მშენებლობა, რამაც პოზიტიური ბიძგი მისცა სამშენებლო სექტორს. 2010 წელს კი შეიმუშავეს სასტუმრო აპარტამენტების მართვისა და გაქირავების პირველი სისტემა, რომელიც საგრძნობლად დაეხმარა სექტორს განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ ალიანსი გახდა პირველი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელმაც გლობალურ ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნა უნიკალური არქიტექტურის მქონე „სასტუმროს ტიპის მულტიფუნქციონალური კომპლექსები“, როგორიც არის ალიანს პალასი, კომპანიის პირველი პროექტი, რომელიც მოიცავს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტს“, Alliance Resort გოდერძის კურირტზე, რის შედეგად აშენდა სასტუმრო „რამადა“, Alliance Highline, პირველი პროექტი თბილისში, რომელიც აერთიანებს სასტუმრო “Wyndham Garden“-ს, ასევე აღსანიშნავია, Alliance Privilege, კომპანიის მეორე პროექტი ბათუმში, რომელიც მოიცავს სასტუმრო "Marriott"-ს, Alliance Centropolis, მესამე და უდიდესი პროექტი ბათუმში, რომელიც მოიცავს ხუთვარსკვლავიან საერთაშორისო სასტუმროს ბრენდს და კაზინოს, პირველ WTC საგამოფენო ცენტრს რეგიონში, A კლასის ბიზნეს ცენტრსა და A კლასის სავაჭრო ცენტრს.
„ალინს ჯგუფი არის ბრენდი, რომელიც არასდროს წყვეტს განვითარებას. კომპანია გამოირჩევა მასშტაბური აზროვნებით, გაბედული ნაბიჯებითა და განვითარებისკენ სწრაფვით, რაც მეტად სასიხარულოა, რადგან ასეთი კომპანიები აძლიერებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს. კიდევ ერთხელ მივესალმებით „ალიანსს“ ასოციაციაში და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი