03.სექტემბერი .2021 21:29

Alibaba ჩინეთის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაზე $15.5 მილიარდს დახარჯავს

Alibaba ჩინეთის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაზე $15.5 მილიარდს დახარჯავს
views 896
უკან

ჩინური ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Alibaba ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის საარჩევნო კამპანიაზე 15.5 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Alibaba იმედოვნებს, რომ სი ძინპინის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები განვითარდება, როგორიც ტექნოლოგიები და ეკონომიკაა.

ამასთან ტექნოლოგიურ კომპანიაში ფიქრობენ, რომ ჩინეთში ახლო მომავლისთვის უნდა გადაიჭრას ისეთი პრობლემები, როგორიც ქვეყნის ზოგიერთი რეგიონის ქარხანაში დასაქმებული მუშების კეთილდღეობაა, ასევე უნდა დაჩქარდეს მცირე ბიზნესის და სოფლის მეურნეობის ზრდა.

გამოცემა წერს, რომ Alibaba არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც სი ძინპინის საარჩევნო კამპანიას მხარს უჭერს. გასულ თვეს კომპანია Tencent-მა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას 7.7 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებდა.