მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alibaba ჩინურ კომპანიებს შეღავათიანი პირობებით $2.86 მლრდ-ის სესხს სთავაზობს

5e414fc8e4145
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.20 17:55
1000
Alibaba Group Holdings-მა დღეს განაცხადა, კომპანია ჩინურ ფირმებს 2.86 მილიარდი აშშ დოლარის შეღავათიან სესხს შესთავაზებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ Alibaba-მ სოციალ ქსელ Weibo-ს ოფიციალურ გვერდზე გნაცხადა.

აღნიშნული თანხის ნახევარი განკუთვნილი იქნება იმ ფირმებისთვის, რომლებიც ჰუბეის პროვინციაშია განთავსებული. მათ, სურვილის შემთხვევაში, შესთავაზებენ 1-წლიან კრედიტს 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით პირველი სამი თვის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 9 თვის განმავლობაში 20%-იანი ფასდაკლება შეეხებათ.

სესხის მეორე ნახევარი განკუთვნილი იქნება ნებისმიერი ჩინური კომპანიისთვის და ისინი სესხის საპროცენტო განაკვეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობამ მოუწოდა ბანკებს, კორონავირუსის აფეთქების გამო დაზარალებულ კომპანიებს  შეღავათები მისცენ და  სესხზე წვდომა გაუიოლონ.