მიმდინარე კვირას უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Alibaba აღმოჩნდა. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, 2022 წლის ბოლოსთვის Alibaba-ს აქციები ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ორმაგად დაილისტება.
ორმაგი ძირითადი დალისტვა ინვესტორთათვის შედარებით ახალი ფენომენია, რომელიც ჩინური კანონმდებლობის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ის კომპანიები, რომლებიც აღნიშნული პრივილეგიით ისარგებლებენ, ერთდროულად შეძლებენ როგორც აშშ-ის, ასევე ჰონგ-კონგისა და ჩინეთის ეკონომიკებიდან ინვესტიციის მოზიდვას.
ორმაგი დალისტვა Alibaba-ს შემდეგ შესაძლებლობას მისცემს: ჩინელი ინვესტორებისა და ტრეიდერებისთვის გაცილებით უფრო მარტივი გახდება კომპანიის აქციების შეძენა, რაც ტექნოლოგიურ გიგანტს საბაზრო კაპიტალიზაციის გაზრდის საშუალებას მისცემს.
მეორე ძირითადი საკითხი რისკების შემცირებას და თავის დაზღვევას უკავშირდება. ინვესტორთა ნაწილი შიშობს, რომ აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ჩინური კომპანიები დელისტინგის, ანუ ვაჭრობიდან მოხსნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, შესაბამისად, ჩინეთში დალისტვა Alibaba-ს ალტერნატიულ საინვესტიციო ბაზართან წვდომას მისცემს, რომელიც, თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად ვითარდება.
ზემოხსენებული სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს, ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Alibaba-ს აქციების ღირებულება თითქმის 6%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ Alibaba მსოფლიოს 30 უმსხვილეს კომპანიას შორისაა, ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 270 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო