მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობა აქვთ აგრო დრონებს? - გიორგი ხანიშვილის განმარტება

63766d299e2f4
ალა ისპირიანი
17.11.22 21:20
1721
ფერმერები მალე აგრო დრონების თანადაფინანსების პროექტით ისარგებლებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების ახალ პროექტზე მუშაობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან ერთად, სახელმწიფო დრონების თანადაფინანსებასაც განახორციელებს, რომლებსაც ფერმერები შეწამვლისთვის გამოიყენებენ. პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება და მას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ აგრო დრონების უპირატესობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარია ჩადებული და ეს თანხა ყველა იმ კომპლექსურ აგროკრედიტს მოიცავს, რომელიც სოფლის მეურნეობის, მათ შორის დრონების, განვითარებას ემსახურება.

„დრონებს შეუძლია ყანა ნათესი ფართობების დაუზიანებლად შეწამლოს. მისი მეორე უპირატესობა დაფარვის სიჩქარეა, რადგან ის საკმაოდ მაღალია. დღეში შეუძლია 15 ჰა ფართობი გააკეთოს, რაც ტრაქტორის შემთხვევაში არც ისე მარტივად მისაღწევია. დრონი ასევე შესაძლებლობას იძლევა ღამეც დამუშავდეს ფართობები. ეს განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ ამინდებშია მნიშვნელოვანი, როდესაც მაღალ ტემპერატურაზე შეწამვლით სამუშაოების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი. ასევე მნიშვნელოვანია სიზუსტე. სადაც შეწყდა შეწამვლა, იქ დაიწყო ახალი.

გვქონდა ტექნოლოგიები და სადაც ნათესი ფართოები დიდი იყო ავიაციას ვიყენებდით, მაგრამ მას სიზუსტის ნაკლებობა ახასიათებს. შეიძლება ერთმა ფერმერმა დაიქირაოს ავიაცია და მეორე ფერმერთან მოხდეს დასხურება, ამიტომ ასეთი გაუგებრობების თავიდან აცილებისთვისაც ეს ტექნოლოგია გამოდგება.

პირველ ეტაპზე დაფინანსება აგრო კრედიტის ფარგლებში იქნება. საქართველოს სოფლის მეურნეობაში, პორტფელმა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტებას ემსახურება ბანკების მხრიდან 2 მილიარდ ლარს მიაღწია. ჩვენ მომავალი წლისთვის 200 მილიონი ლარი გვაქვს ბიუჯეტში ჩადებული და ვფიქრობთ ეს თანხები მოიცავს ყველა იმ კომპლექსურ აგროკრედიტს, რომელიც ემსახურება სოფლის მეურნეობის მათ შორის დრონების განვითარებას", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.