მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alibaba-ს მოგება იზრდება, მაგრამ კომპანიის CEO-ს კორონავირუსი აშფოთებს

5e46724ca1078
ნათია თაქთაქიშვილი
14.02.20 20:31
1184
ონლაინ საცალო გაყიდვების პლატფორმა Alibaba-მ 2019 წლის ბოლო კვარტალი წარმატებით დახურა, მაგრამ კომპანიის CEO-ს კორონავირუსი აშფოთებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც ონლაინ გაყიდვების გიგანტი აცხადებს, კომპანიას შემოსავლები 40%-ით გაეზარდა 2019 წლის ბოლო სამ თვეში, ხოლო მოგება - 50%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მაგრამ კომპანიას უჭირს გააკეთოს პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება 2020 წლის პირველი კვარტალი, რაც კორონავირუსის აფეთქებასთან არის დაკავშირებული.

როგორც დანიელ ჟანი, Alibaba-ს CEO აცხადებს, კომპანია ძალას არ იშურებს ვირუსთან საბრძოლველად და აღნიშნავს, რომ ეს გამოწვევა დროებითია და კომპანიის განვითარებას ვერ შეაფერხებს.

Alibaba-ს მონაცემებით, კომპანიას 711 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და მათი რაოდენობა 18 მილიონით არის გაზრდილი წინა კვარტალთან შედარებით.