23.ივლისი .2021 22:45

ალიევი EU-ს მიერ სომხეთისთვის €2.6-მილიარდის გამოყოფას აკრიტიკებს

ალიევი EU-ს მიერ სომხეთისთვის €2.6-მილიარდის გამოყოფას აკრიტიკებს
views 870
უკან

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის 2.6 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფას აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ყარაბაღის ომის შედეგად, აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო, თუმცა ევროკავშირი აზერბაიჯანის მისამართით 150 მილიონი ევროს დახარჯვას განიხილავს, სომხეთს კი გაცილებით უფრო დიდ დახმარებას მისცემს.

“დასახელდა 150 მილიონი ევრო, თუმცა ჯერ არავის უთქვამს, თუ როდის მოხდება ამ თანხის გადმორიცხვა, ან რა პირობებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არასამართლიანია, რადგანაც აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი ქვეყანაა, როგორც მოსახლეობის, ასევე ფართობის მიხედვით,”- განაცხადა ალიევმა სახელმწიფო ტელევიზიის, AzTV-ის ეთერში.

მისი თქმით, ყარაბაღის ომმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნგრევა გამოიწვია. “თანხა გამოიყოფა სომხეთისთვის. სომხეთში არის ნანგრევები? - არა; არის დანაღმული ტერიტორიები? - არა. დაზარალდა სომხეთი ოკუპაციით? არა.”

ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის 2.6 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ ცნობილი 9 ივლისს, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივიე ვარჰეის სამხრეთ კავკასიური ტურნეს დროს გახდა ცნობილი. სომხეთისთვის გამოსაყოფი თანხა არის ევროკავშირის მიერ დაანონსებული 17-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელსაც EU აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის გამოყოფს. ამავე პაკეტით საქართველოსთვის 3.9 მილიარდის გამოყოფა არის გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა