მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალიევმა შავი ზღვის კაბელის პროექტს ხელი მოაწერა

63e354f8c4a61
გიორგი თოლორდავა
08.02.23 11:55
922
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კავკასიისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელების შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას.

ენერგეტიკული პროექტი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და ევროკავშირს ერთმანეთთან შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა კაბელით დააკავშირებს, რომელიც, სავარაუდოდ, 1,000 მეგავატი სიმძლავრის იქნება.

ალიევის განკარგულებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტნიორობის შესახებ დოკუმენტაციას საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს გადაუგზავნის.

ამჟამად პროექტი ტექნიკური-ეკონომიკური შესწავლის ეტაპზეა, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულდეს, თავად კაბელის მშენებლობას კი, წინასწარი გათვლებით, 3-დან 5 წლამდე პერიოდი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი 17 დეკემბერს, ბუქარესტში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე მოეწერა.