04.ოქტომბერი .2019 10:37

ალკოჰოლური სასმელების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

views 153
უკან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგზე“, სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, 3700 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა