23.ნოემბერი .2019 12:00

ალმათის აეროპორტთან დაკავშირებით TAV-ი მოლაპარაკებებს სავარაუდოდ 2-3 თვეში დაასრულებს

views 313
უკან

"ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის ინფორმაციით, TAV Airports Holding–ი ალმათის აეროპორტის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაახლოებით 2-3 თვეში დაასრულებს.

"ყაზახეთის თემა არსებობს და ვაპირებთ ვიყიდოთ ალმაატის აეროპორტი. დღეს ვერ ვიტყვი, რომ მოლაპარაკება დასრულებულია, თუმცა თითქმის ფინალში ვართ და 2-3 თვეში სავარაუდოდ, დასრულდება. ვერ დავაანონსებ ამ ეტაპზე კონკრეტულად, თუმცა გეტყვით, რომ კიდევ ორ აეროპორტზეა საუბარი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტებიც მალე წარმატებით დასრულდება", - განაცხადა BM.GE–სთან საუბრისას თეა ზაქარაძემ.

TAV-ის ინფორმაციით, ალმათის აეროპორტის მგზავრთნაკადი ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე დიდია. მას 2018 წლის განმავლობაში 6 მილიონი მგზავრი ჰყავდა, რომელთა ნახევარიც საერთაშორისო მარშრუტების მზგავრი იყო.

TAV Airports Holding დღეს მსოფლიოს 28 ქვეყანაში და 90 აეროპორტშია წარმოდგენილი, როგორც მთლიანი მართვის სისტემით, ასევე სერვისებით.

შეგახსენებთ, რომ Tav-ის ჰოლდინგის წევრი TAV Georgia საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს. დღეს კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა