მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"AloModi" - პანდემიის დროს ამოქმედებული მიტანის სერვისის კომპანიის გეგმები

5eb10c8010f81
ნუცა ბაზლიძე
05.05.20 10:46
1108
"ვგეგმავთ, რომ “AloModi” 3 წლის შემდეგ, 10 ქვეყანაში ფუნქციონირებდეს” – ამის შესახებ BM.GE-ს მიტანის სერვისის კომპანია “AloModi”-ის მენეჯერმა ლაშა დარსანიამ განუცხადა.

როგორც გავარკვიეთ, „AloModi“-ის საშუალებით, დამატებითი თანხის გარეშე, შესაძლებელია, პროდუქციის შეკვეთა მარკეტებიდან და სწრაფი კვების სხვადასხვა ობიექტებიდან. ამ ეტაპზე, კომპანია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ოპერირებს.
კომპანია, დაახლოებით ,1 თვეა, რაც ამოქმედდა. როგორც მისი მენეჯერი განმარტავს, მოთხოვნა სწრაფი ტემპით იზრდება, რასაც კორონავირუსის ფონსაც უკავშირებენ.

„კომპანიის გახსნა 2020 წლის ივნისისათვის იგეგმებოდა, თუმცა ვირუსისგან გამოწვეულ პერიოდში, დავაჩქარეთ ამუშავება“, - ამბობს “AloModi”-ის მენეჯერი.

ცნობისთვის, კომპანიის მენეჯერის განმარტებით, „AloModi“-ში ინვესტიცია შპს „პარკ გიდამ“ განახორციელა, რომელიც აჭარაში მდებარე ქარხანაა და ალკოჰოლს, წყალს, ლიმონათს და სადეზინფექციო საშუალებებს აწარმოებს.