მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alphabet-ის ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

5e255672bcfa4
ნათია თაქთაქიშვილი
20.01.20 11:50
914
მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის კაპიტალიზაციამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

Alphabet-თან ერთად 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირს Microsoft-ი და Apple-ი. Apple-ი ყველაზე ძვირადღირებულია, რომლის საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, 1.4 ტრილიონი აშშ დოლარია, Microsoft-ის კი -  1.3 ტრილიონი აშშ დოლარი.

გაზისა და ნავთობის კომპანია Saudi Aramco პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, რომლის ამჟამინდელი ფასი, დაახლოებით, 1.8 ტრილიონი აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ი მეორე ამერიკული კომპანია იყო, რომლის ღირებულებამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია 2018 წლის სექტემბერში, თუმცა ონლაინ-რითეილერის ამჟამინდელი ღირებულება, დაახლოებით, 930 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.