მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - კონტაქტები და შესაძლებლობები

62cfdb45e5d83
BM.GE
14.07.22 13:18
762
"ალტე უნივერსიტეტი“ რამდენიმე წელია ბიზნესის ადმინისტრირებით დაინტერესებულებს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ და ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს, რომელიც უმაღლესმა სასწავლებელმა მიმდინარე წელს განახლებული სახით წარადგინა. „ალტე უნივერსიტეტში“ აცხადებენ, რომ პროგრამის მთავარი აქცენტი მაგისტრანტებისთვის საჭირო თეორიული ცოდნის, პრაქტიკული გამოცდილებისა და იმ კონტაქტების ქსელის გაზიარებაა, რომელიც თითოეულ სტუდენტს აძლევს წინსვლის, საკუთარი ბიზნესის დაწყების ან გაფართოების შესაძლებლობას.

„ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებისთვის კონტაქტების ქსელის გაფართოების შესაძლებლობა და გამოცდილების გაზიარების კარგი საშუალებაა“, - ამ ხედვითა და მიდგომით „ალტე უნივერსიტეტი“, მისი მმართველი საბჭო და სრულად მენეჯმენტი ისეთი ხალხითაა წარმოდგენილი, რომლებიც სტუდენტებს პროგრამით გათვალისწინებული მიზნების შესრულებასა და კონტაქტების გაფართოებაში დაეხმარებიან. კონკრეტულად ბიზნეს სკოლის დეკანის ადგილს კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი და ფინანსურ სფეროში 20-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ნანა მიქაშავიძე იკავებს. იგი სხვადასხვა დროს Financial In Motion GmbH-ის ინვესტიციების მენეჯერისა და „თიბისი ლიზინგის“ გენერალური დირექტორის პოზიციებს იკავებდა. სწორედ ის მართავს კერძო და ფინანსურ სფეროში მოქმედ პროფესიონალთა აკადემიურ გუნდს.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკული გამოცდილებისა და ბიზნეს პროცესების მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებას სწორედ სფეროს წამყვანი, წარმატებული და პრაქტიკოსი ლექტორებისგან შეძლებენ. „ალტე უნივერსიტეტის“ ლექტორთა რიგებს კი წარმოადგენენ:



სოციალური მეწარმე, ანტრეპრენერი ისრაელიდან დენ კოგანი. იგი ექსკლუზიურად „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის პროგრამების ლექტორია. ამავდროულად, ატარებს ვორქშოფებს მსოფლიო მასშტაბით და ანტრეპრენერებს შემოქმედებით პროცესში წარმატებით საქმიანობაში ეხმარება. ასევე, ის არაერთი დიდი პროექტის მენტორი და ფასილიტატორია.

BOG-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მარიამ მეღვინეთუხუცესი. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2009-2014 წლებში ის „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2015-2019 წლებში მეღვინეთუხუცესი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობდა. ამავდროულად, არის „ალტე უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საუნივერსიტეტო ფონდის ხელმძღვანელი.

ზურაბ ფიჩხაია - www.shopshop.ge-ს დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს იგი „თიბისი ბანკის“ რისკების მართვის დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ზურაბ ფიჩხაიამ პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს სკოლა დაამთავრა.

Thales Investments მმართველი პარტნიორი ვასილ რევიშვილი. იგი 2004 წლიდან უმსხვილესი შვეიცარიული საფინანსო ჯგუფის – PICTET ASSET MANAGEMENT-ის გუნდის წევრი იყო. საწყის ეტაპზე ვასილ რევიშვილი კომპანიის რისკების მმართველის პოზიციას იკავებდა, ხოლო შემდეგ საქმიანობა, როგორც საინვესტიციო რისკების განყოფილების ხელმძღვანელმა ჟენევასა და ლონდონში 120 მილიარდი დოლარის ღირებულების პორტფელის რისკის მართვით გააგრძელა. საბოლოოდ, საინვესტიციო მენეჯერის უფროსი გახდა და 3-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს მართავდა. 2008 წლიდან, საქართველოში დაბრუნებული „საქართველოს ბანკის“ აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. ასევე, ის „თიბისი ბანკის“ საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელის გახლდათ.



ბიზნეს-კონსულტანტი, ალტე უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი ვანო ბალიაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრი, ESM თბილისის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრია პროექტის მენეჯმენტში. იგი „თიბისი ბანკის“ ოპერაციების დირექტორად მუშაობდა და ამჟამად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბიზნეს-კონსულტანტია.

საკონსულტაციო კომპანია OnPoint-ის პარტნიორი გიორგი ბარკალაია. მას მარკეტინგულ, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იყო „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „არტი ჯგუფის“, საქართველოს ბანკის ჯგუფის, ბელორუსიის სახალხო ბანკისა და „ალდაგი–ბი-სი-აი“-ისა და „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მარკეტინგის დირექტორი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი. იგი არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და მისი საქმიანობა ყველა ამ კომპანიაში სხვადასხვა წარმატებულ პერიოდს უკავშირდება

მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი ნათია მეფარიშვილი არაერთი წლის განმავლობაში სავაჭრო სამრეწველო პალატის მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, დღეს კი "ევროკავშირი საქართველოს" ექსპერტი და "მეწარმე ქალთა საბჭოს" თავმჯდომარეა. იგი ასევე პროექტს - “ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა” ხელმძღვანელობს. ნათია მეფარიშვილი „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორია და ამავდროულად, სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული.

ჯანდაცვის მართვისა და ადმინისტრირების სპეციალისტი სოფია ასპანიძე. იგი არაერთი წლის განმავლობაში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს ჯანდაცვის სექტორის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, მონაწილეობდა ჯანდაცვის პროგრამების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში, აქვს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გამოცდილება. ამავდროულად, მართავდა ჯანდაცვის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაციას. ამჟამად, სოფიო არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ჯანდაცვის პროვაიდერის - კავკასიის მედიცინის ცენტრის, დირექტორი. გახლავთ ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მოწვეული ლექტორი.

გაიარე წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeS12ZG1UavsovWIEEWCZgsTc3JxoZlcYNkUvpNsIcS0xDazQ/viewform