მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალტერსოქსი“ გერმანულ Amazon-ზე ბესტსელერებს შორისაა

5fd248e93b535
ნუცა ბაზლიძე
10.12.20 22:30
2179
წინდების მწარმოებელ ქართულ ბრენდ „ალტერსოქსს“ გერმანულ Amazon-ზე ერთ-ერთ კატეგორიაში ბესტსელერის სტატუსი მიენიჭა. ამასთან დაკავშირებით BM.GE ბრენდის თანადამფუძნებელ ნინა მენთეშაშვილს ესაუბრა.

„გვყავს პარტნიორი, „ალტერსოქსის“ წინდები გერმანიაში იგზავნება და Amazon-იდან იყიდება. მომხმარებლების შეფასებები დადებითია, ყოველთვიურად საკმაოდ მზარდი გაყიდვები გვქონდა, რამაც ნოემბერში პიკს მიაღწია“, - განმარტავს ნინა მენთეშაშვილი.

როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, „ალტერსოქსი“ ოთხი წელზე მეტია ფუნქციონირებს, Amazon-ზე კი წელიწადზე მეტია, რაც გამოჩნდა. მისი განმარტებით, აღნიშნული პლატფორმის საშუალებით, გარდა გერმანიისა, ბრენდის პროდუქცია ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და ამერიკაში იყიდება, ზოგადად კი, საერთაშორისო ბაზარზე „ალტერსოქსის“ პროდუქცია რამდენიმე ობიექტშია წარმოდგენილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, როგორც გავარკვიეთ, „ალტერსოქსს“ საქართველოში რვა ფილიალი აქვს, აქედან ექვსი თბილისში, ერთი ბათუმში და ერთი ქუთაისშია, თუმცა, ამ ეტაპზე, შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბრენდი ონლაინ გაყიდვების საშუალებით ფუნქციონირებს.