მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალტერსოქსი“ გერმანული PORSCHE-სთვის წინდებს დაამზადებს

63e4e13cdc03b
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.23 16:07
1158
„ალტერსოქსი“ PORSCHE-ს ოფიციალურ ცენტრისთვის წინდებს ამზადებს - ამ ინფორმაციას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს და წინდის ნიმუშს აქვეყნებს.

„არც მეტი, არც ნაკლები, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, PORSCHE-ს ოფიციალურ ცენტრს ვუმზადებთ წინდებს“, - წერს ბესელაშვილი.

BM.GE კომპანიის თანადამფუძნებელს დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა. რეზი ბესელაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე „ალტერსოქსსა“ და გერმანული პრემიუმ ბრენდის ავტომწარმოებელთან თანამშრომლობის დეტალები ზუსტდება და შეთანხმების დეტალები, მათ შორის შეკვეთის მოცულობები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ ეს ევროპიდან შეკვეთის პირველი შემთხვევა არ არის და შვეიცარიიდან და გერმანიიდან ამ დრომდე არაერთი კორპორაციული შეკვეთა აქვთ განხორციელებული.