მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალტერსოქსი“ პირბადეების ხაზის დამატებას გეგმავს

5fd68345c5631
ნუცა ბაზლიძე
14.12.20 10:00
945
წინდების მწარმოებელი ქართული ბრენდი „ალტერსოქსი“ ფერადი პირბადეების გამოშვებას გეგმავს. აღნიშნული სიახლისთვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოიაზრება, რომ პირბადეები ბაზარზე საახალწლო პერიოდში გამოჩნდება. ამის შესახებ BM.GE-ს „ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელმა ნინა მენთეშაშვილმა განუმარტა.

„პანდემიამ გარკვეული გეგმები შეაფერხა, ზოგი გადაგვადებინა, თუმცა გვსურს, აქტუალური პროდუქტი დავამატოთ, ფერადი პირბადეები გამოვუშვათ. ამაზე მუშაობა დაწყებულია. პარალელურად, ვემზადებით საახალწლო კოლექციისთვის“, - აღნიშნავს ნინა მენთეშაშვილი.

„ალტერსოქსი“ ბაზარზე 4 წელზე მეტია, რაც გამოჩნდა და 20-მდე ადამიანს ასაქმებს. ნინა მენთეშაშვილის განმარტებით, კომპანია საქართველოში 8 ფილიალითაა წარმოდგენილი, შეზღუდვების ფონზე კი ონლაინგაყიდვების საშუალებით ფუნქციონირებენ. მისივე განმარტებით, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, პროდუქცია ექსპორტზე ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და ამერიკაში ხვდება.