მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ადამიანებს დავუწუნეთ კვალიფიკაცია" - ტიკარაძე დათხოვნილ სოციალურ მუშაკებზე

5e37e7614d4be
ინგა მურუსიძე
03.02.20 13:40
1090
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს კვალიფიკაცია დაუწუნეს.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, ამ ადამიანების რიცხვი არის მხოლოდ 28 და მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.

„მათი გათავისუფლება მოხდა სოციალური სააგენტოდან ამ სამსახურის გადატანის გამო, რის შედეგადაც გარკვეული ვაკანსიები აღარ იყო გათვალისწინებული. მათ გაიარეს კონკურსი, გასაუბრება და მათმა ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, თუ რომელი შეესაბამებოდა შესაბამის პოზიციას და რომელი - არა. მათ ასევე ჰქონდათ შეთავაზებები გარკვეულ ვაკანსიებზე, ყველას შევთავაზეთ სხვა პოზიციაზე გადასვლა, ზოგიერთმა მათგანმა უარი გვითხრა ვაკანსიების დაკავებაზე, მათ გადავუხადეთ კომპენსაცია. ამ სამსახურის ჩამოყალიბების პროცესში, რასაც დასჭირდება ერთი თვე, ამ ადამიანებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ დამატებითი გასაუბრებები და დაინიშნონ სხვადასხვა თანამდებობებზე. ამ ადამიანებს დავუწუნეთ კვალიფიკაცია, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშვთა ზრუნვის კომპონენტში ჩვენ გვაქვს გარკვეული ცდომილებები, რომელიც პირდაპირ აისახებოდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.