მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ დატვირთულობამ გვაჩვენა, რომ ძალიან ბევრ სადაზღვევოს საოპერაციო მართვის პრობლემები გვაქვს – თიბისი დაზღვევა

620a6b4abdc47
სალომე ჭიპაშვილი
14.02.22 19:40
1041
„ყველა სადაზღვევო კომპანია ოჯახის ექიმების დიდ დეფიციტს განიცდის“- განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით კიღურაძემ.

მისივე თქმით, 2022 წელი ძალიან რთულად დაიწყო სადაზღვევო სექტორისთვის, რადგან კოვიდინფიცირებული დაზღვეულების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, კერძოდ უშუაოდ თიბისის გაუხუთმაგდა. ყოველდღიურად „თიბისი დაზღვევის“ 50 ექიმი დაახლოებით 300-400 ახალ კოვიდინფიცირებულ დაზღვეულს, ჯამურად ორი ათას ინფიცირებულს ემსახურება. მათთან კომუნიკაციას კი სმს მომსახურებითა და აპლიკაციის მეშვეობით ახერხებენ, რათა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროული მომსახურება მიიღონ.

„ამ დატვირთვამ გვაჩვენა, რომ ძალიან ბევრ სადაზღვევო კომპანიას საოპერაციო მართვის თვალსაზრისით პრობლემები გვაქვს და საჭიროა, კადრების გადამზადება. საჭიროა, კიდევ უფრო გაციფრულდეს მომსახურება, რათა სერვისების მიღება მომხარებლებისათვის გამარტივდეს“ - აღნიშნა დავით კიღურაძემ და განმარტა, რომ „თიბისი დაზღვევა“ მომავალშიც გაციფრულებაზე აქცენტების გაკეთებას გააგრძელებს, აპლიკაციას დაემატება რამდენიმე ახალი პროდუქტი და უახლოეს მომავალში მომხმარებლებს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის ხელმისაწვდომ პაკეტებს შესთავაზებენ.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 458 093​ შემთხვევა.