მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ დროისთვის ჯანდაცვის სფეროს 15 ათასამდე წარმომადგენელია აცრილი - გაბუნია

607eba5218ff5
ინგა მურუსიძე
20.04.21 15:31
436
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის ჯანდაცვის სფეროს 15,000-მდე წარმომადგენელი არის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი.

გაბუნიას თქმით, სამინისტრო სამედიცინო პერსონალისგან ვაქცინაციაზე უფრო მეტ აქტივობას ისურვებდა.

„ვაქცინაციის პროცესი მედიკოსებში მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით დიდი მოცვა არ გვაქვს. როგორც ვიცით, სამიზნე ჯგუფი არის 41 ათასი მედიკოსი. მეტი აქტივობა სასურველი იქნებოდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

NCDC-ის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 31,019 ადამიანი არის აცრილი, რაც საქართველოს მოსახლეობის 0.8%-ია. გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის სისტემა ყველა სრულწლოვანი მოქალაქისთვის გახსნა.