მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ დროისთვის საქართველოში covid-19 სულ 29 029 მოქალაქეს აქვს - stopcov.ge

6232dd7f8c238
თელარა გელანტია
17.03.22 11:03
708
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 402 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 888 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 639 678-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.54%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 50, გურია - 42, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 29 029, საიდანაც 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი, მათ შორის, თბილისში - 137, აჭარაში - 40, იმერეთში - 49. 28 043 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.