მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ ეტაპზე ადგილობრივების ჯავშანი უფრო საიმედოა, ვიდრე უცხოელი ვიზიტორების” - USHBA HILLS

60d36de89b191
ანუკა ჯოხაძე
23.06.21 23:45
747
TBC Сapital-ის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებული საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მაისში დიდი სასტუმროების დატვირთულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მცირე და საშუალო სეგმენტში კი დატვირთვის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზეა.

„სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ მაისში 22% შეადგინა. იანვრიდან მაჩვენებელი მკვეთრად უმჯობესდებოდა დიდი სასტუმროებისთვის (40% მაისში), რაც ტურისტული ვიზიტების მატებისა და ადგილობრივი დამსვენებლების გააქტიურებასთან ერთად, მათი კონკურენტული უპირატესობითაა განპირობებული. მცირე და საშუალო სასტუმროების დიდი ნაწილი კვლავ დაკეტილია. ამ სეგმენტში დატვირთულობამ მაისში 7% შეადგინა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

სასტუმროებს დატვირთულობა შეუმცირდათ მესტიაშიც. როგორც სასტუმრო USHBA HILLS-ის დამფუძნებელი ბექა დადეშქელიანი ამბობს, საერთაშორისო ჯავშნები მათთვის არასტაბილურია, რადგან ხშირად ფიქსირდება პრეცედენტები, როცა უცხოელები დაჯავშნილ ნომრებს აუქმებენ. შესაბამისაად, მისი თქმით, ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი ადგილობრივ ჯავშნებზე კეთდება, რომელიც უფრო სტაბილურია.

ამასთან, დადეშქელიანი ამბობს, რომ წელს მიდგომა სასტუმრეობის მხრიდან სრულიად განსხვავებული უნდა იყოს და მთავარი აქცენტი ბიზნესისგან მარკეტინგულ აქტივობებზე უნდა გაკეთდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა იმედის მომცემია, რაც ძალიან გვახარებს, მაინც ვიტყვი, რომ ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. თუ აქამდე მაგალითად პროაქტიური დაინტერესება იყო, ობიექტსა და ტურისტს შორის, ინტერესი მოდიოდა ტურისტის მხრიდან, ახლა ჩვენ მოგვეთხოვება განსაკუთრებული გააქტიურება. ვგულისხმობ, მარკეტინგულ აქტივობებს. ჩვენი გადმოსახედიდან ჯავშნების ნაწილზე ვიტყვი იმას, რომ საერთაშორისო ვიზიტორები ჯერ ჯავშნიან, თუმცა შემდეგ აუქმებენ, ეს კი ნაკლებ საიმედოს ხდის ჯავშანს ჩვენთვის. თუ იყო საერთაშორისო ტიპის ჯავშნები სამწუხაროდ გაგვიუქმდა, თუმცა ადგილობრივები აქტიურობენ. ამ ეტაპზე მათი ჯავშანი უფრო საიმედოა, ვიდრე საერთაშრისო ვიზიტორის მხრიდან გაკეთებული ჯავშნები.”- აცხადებს სასტუმრო USHBA HILLS-ის დამფუძნებელი ბექა დადეშქელიანი.