21.აპრილი .2021 16:21

ამ ეტაპზე AtsraZeneca-ს 11 000 დოზა დაჯავშნილი არ არის - ამირან გამყრელიძე

ამ ეტაპზე AtsraZeneca-ს 11 000 დოზა დაჯავშნილი არ არის - ამირან გამყრელიძე
views 1524
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეისთვის საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო AtsraZeneca-ს წარმოების 11 000 დოზა ვაქცინა დაუჯავშნელია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში აცრა 31 911-მა ადამიანმა გაიკეთა, საიდანაც AtsraZeneca-თი აცრილია 18 455 მოქალაქე, Pfizer-ით კი - 13 546 მოქალაქე.

"15 მაისამდე აცრებზე 23 332 ჯავშანია გაკეთებული, აქედან AtsraZeneca-ზე - 11 371, Pfizer-ზე კი - 11 961.

დღევანდელი მონაცემებით, აცრა ქვეყნის 32 ჰოსპიტალში მიმდინარეობს, ცრის 61 ბრიგადა და მათი გამტარუნარიანობა 2 000-მდეა. საშუალო მაჩვენებელი 1 300-1 400-ის ფარგლებში გვაქვს და როგორც ვამბობ ამ ეტაპზე სასურველია, რომ ეს 2000-დან 3 000-მდე იყოს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაფართოება და ვფიქრობთ, მაისის ბოლომდე 250-300 ამცრელ ბრიგადაზე გავალთ, თითოეულ ბრიგადაზე დღიურად 40-50 აცრას ვანგარიშობთ.

დღეს AstraZeneca-ს, დაახლოებით, 11 000 დოზაა დაუჯავშნელი, დანარჩენი ან აცრილია ან დაჯავშნილი. ამის ზემოთ აპრილის ბოლოს კოვაქსის საშუალებით "ასტრაზენეკას" - 43 000 დოზაზე მეტი, ხოლო მაისის შუა რიცხვებში კიდევ 43 000 დოზა შემოვა“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა