მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე Covid-19-ს 23 976 ადამიანი ებრძვის - stopcov.ge

6149839138378
ინგა მურუსიძე
21.09.21 11:10
317
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 250 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 726 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 524 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 470 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 598 396-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.21 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.65%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 243 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 565 773.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 621 პირი ემსხვერპლა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში წერია, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 705 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 492, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 161, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 319, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 976 საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 007, აჭარაში - 568, იმერეთში - 1 028.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 199 პირი, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 132, იმერეთში - 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29.

996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 281 - აჭარაში.

17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 160 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 777 ადამიანი", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.