მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე დამატებითი საწოლფონდის მობილიზება საჭიროდ არ ჩაითვალა - მინისტრი

607ebdd06567e
ინგა მურუსიძე
20.04.21 16:10
533
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე დამატებითი საწოლფონდის მობილიზება საჭიროდ არ ჩაითვალა. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში დადგენილებაში შევა ცვლილება და კონკრეტულ დროს საჭირო საწოლფონდი გამოთავისუფლდება.

„დამატებითი საწოლფონდის მობილიზება საჭიროდ არ ჩაითვალა. ჩვენ დღესაც ვთვლით, რომ თანმიმდევრული ნაბიჯებით მივდივართ. როცა საჭირო ხდება, ჩვენ გვაქვს ინდიკატორები ჰოსპიტალურ სექტორში და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

მხოლოდ ორი დღეა ინდიკატორები მიგვითითებენ, რომ საჭირო არის დამატებითი საწოლების მობილიზება. სექტორი უკვე გაფრთხილებულია, მზაობა არის. საჭიროების შემთხვევაში დადგენილებაში დამატებითი შევა ცვლილება, რის შედეგადაც მივიღებთ იმ საწოლფონდს, რაც კონკრეტულ ვითარებაში იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭირო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართვეული სულ 3,270 პაციენტი იმყოფება სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.