მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე სრულად 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი იმყოფება

61eba14297dec
BM.GE
22.01.22 10:05
703
განათლების სამინისტრო სკლებში ეპიდვითარების შესახებ ბოლო კვირების ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. ამასთან, ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი იმყოფება.

სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

ცნობისთვის, დღეისათვის  მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%-ია აცრილი.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში"-აცხადებენ სამინისტროში.

2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა.