მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მუშაობა მიდის" - ვიცე-პრემიერი ანაკლიის პორტზე

5e2ff39c7b615
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.20 12:44
863
"ამ ეტაპზე ხდება ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მუშაობა", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების ვადებს ეხებოდა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პირველი ინტერესთა გამოხატვა 2014 წელს იყო გამოცხადებული, მას შემდეგ კი, ბევრი რამ შეიცავალა.

„როგორც უკვე ცნობილია, კონსორციუმთან შეწყდა ხელშეკრულება და ჩვენ ვემზადებით, რომ ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომლითაც შერჩეული იქნება ახალი ინვესტორი, რომელსაც ექნება საკმარისი ფინანსური რესურსი და გამოცდილება იმისთვის, რომ ეს პროექტი განახორციელოს.

ამ ეტაპზე ხდება ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მუშაობა, მოგეხსენებათ, წინა ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული იყო 2014 წელს; მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უშუალოდ საინვესტიციო ხელსეკრულებაშიც კი ახალი პირობები იყო ჩამოყალიბებული. ასევე მოგეხსენებათ, რომ ბანკებთან მოლაპარაკებებში მთავრობა გარკვეულ ცვლილებებზე დათანხმდა, შესაბამისად, ყველა ამ ცვლილებას ახალ ინტერესთა გამოხატვაში გავითვალისწინებთ.

აუცილებლად ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან - საერთაშორისო ბანკებთან, რომლებიც შესაძლოა მომავალშიც მოიაზრებოდნენ ამ პროექტის დამფინანსებლებად და შესაბამისად, ერთიანი ინტერესთა გამოხატვის პირობებს შევთავაზებთ ინვესტორებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.