მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე კომერციული ვაქცინის შემოტანა აზრს კარგავს - ნიკოლოზ გამყრელიძე

60f6e1b64acba
ინგა მურუსიძე
21.07.21 09:45
1435
ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში კომერციული ვაქცინის შემოტანას აზრი არ აქვს.

როგორც მან „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნული შესაძლოა, ე.წ. ბუსტერ-დოზების შემოტანის საჭიროების შემთხვევაში დადგეს დღის წესრიგში.

„ვაქცინების გლობალური დეფიციტი მცირდება და ამ საკითხზე, მას შემდეგ, რაც პირველად ვიმუშავეთ წლის დასაწყისში, აღარ გვიმუშავია. ახლა ყველანაირი ასაკობრივი შეზღუდვა იხსნება და ვფიქრობთ, კომერციული ვაქცინის შემოტანა აზრს კარგავს. შესაძლოა, შემოდგომაზე, ე.წ. ბუსტერ-დოზისთვის საჭირო გახდეს და ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ; დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ვაქცინების შემოტანას“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.