მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ეტაპზე მასობრივი ტესტირება დღის წესრიგში არ დგას", - ეკატერინე ტიკარაძე

5e907d1135e1c
ინგა მურუსიძე
10.04.20 18:10
1010
ამ ეტაპზე მასობრივი ტესტირება ჩვენს დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე დღეში გახდეს საჭირო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ გავაფართოვეთ ჩვენი ალგორითმი და მასზე დაყრდნობით ვახორციელებთ იმ საჭირო ტესტირებებს, იმ სეგმენტზე, რომელშიც ვთვლით, რომ შეიძლება იყოს მაღალი რისკი ვირუსის გავრცელების, რითაც ჩვენ პრევენციულად ვმართავთ ეპიდმდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სეგმენტურად მოხდეს ყველაფრის გაანალიზება და იმ რუქაზე, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით, აღმოვაჩინოთ ცხელი წერტილები, რომ ის განგაშის ზარი, როცა საჭირო გახდება მასობრივ ტესტირებაზე გადასვლა, დროულად მივიღოთ. ამ ეტაპზე ეს ჩვენს დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე დღეში გახდეს საჭირო. ამისთვის ჩვენ ვიქნებით მზად და არ შეაფერხებს მიზნობრიობას", - განაცხადა ტიკარაძემ.