მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე მძიმედაა 849 covid-პაციენტი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 308 პირი

5fb8bd959f763
თელარა გელანტია
21.11.20 11:11
1015
21 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ვირუსი 3 851-მა მოქალაქემ დაამარცხა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 33 ადამიანი იმსხვერპლა.

covid-სტატისტიკასა და ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 709, აჭარაში - 959, იმერეთში - 1 202. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში - 387, აჭარაში - 149, იმერეთში - 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 37.

3 445 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 - თბილისში, 1 672 - აჭარაში, 332- იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 128 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 461, აჭარაში -1 022, ხოლო იმერეთში - 26.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 16 802 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 307 პირი, აჭარაში - 19 161, იმერეთში - 5 226“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

21 ნოემბრის covid-სტატისტიკა მოკლედ:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 100684, ბოლო 24 საათში - 3824; 
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 81783, ბოლო 24 საათში - 3851; 
მათ შორის გარდაცვლილი - 927, ბოლო 24 საათში - 33; 
კარანტინის რეჟიმში - 2128; 
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5976; 
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3445.