პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ირწმუნება, რომ უახლოეს პერიოდში პური არ გაძვირდება. ამის შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ ჟურნალისტებს განუცხადა.
მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პურის მწარმოებლებს ნედლეულიდან დაწყებული ენერგომატარებლებით დასრულებული ყველაფერი გაუძვირდათ, თუმცა პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი მაინც არ არის. ის მეწარმეთათვის დღეს არსებულ პრობლემებზე საუბრობს და მედიას მათ გაშუქებას სთხოვს.
„ქვეყანაში ფქვილის მარაგი არის, ფქვილი შემოდის. რაოდენობების მხრივ პრობლემები არ არის, თუმცა ფასები გაზრდილია, როგორც ხორბალზე, ასევე ფქვილზე. ზოგიერთი პრობლემა, პრობლემად რჩება ჩვენთვის. პურის ფასი ამ ეტაპზე არ გაიზრდება, მაგრამ პრობლემების [მოგვარებაში] დაგვეხმარეთ.
ბუნებრივი აირის ფასი შეიცვალა, „სოკარმა“ რეგიონებში დააწესა ტარიფი 1.15 ლარი, რაც ძალიან კარგია, რადგან ისინი ითვალისწინებენ პურპროდუქტების საკითხებს და ეს ტარიფი დააწესეს. თბილისი ენერჯიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საშუალება არ აქვთ და ტარიფი 1.38 ლარი იქნება. რას ნიშნავდა დერეგულირება, რომელიც ადრე შემოგვთავაზეს. მეწარმეს ჰქონდა იმის მოთხოვნის საშუალება, რომელიც მას აწყობდა. ჩვენ არ გვაწყობს მაღალი ტარიფი და გვინდა ცოტა შეღავათიანი ფასი, რომ არ გაიზარდოს პროდუქტის თვითღირებულება.
პურის ფასზე აისახება ფქვილის ღირებულება, ენერგომატარებლების ღირებულება - კომუნალური გადასახადები, ბენზინი და ა.შ. ეს ყველაფერი გაძვირებულია, მაგრამ 1 თვის წინ პური 10 თეთრით უკვე გაძვირდა. მაგრამ ახლა ახალი მოსავლის აღების პერიოდია, გარდა ამისა შემოდის ხორბალი და ფქვილი. ის, რომ დაგიდასტუროთ ფასები გაიზრდებათქო არ იქნება მართალი“, - ამბობს დოლიძე.
მისი ინფორმაციით, 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 75-76 ლარიდან 79 ლარამდე გაიზარდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი