მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე ქვეყანაში აცრილია 34 897 ადამიანი - NCDC

608278a51c565
ინგა მურუსიძე
23.04.21 11:43
477
23 აპრილის მონაცემებით, ჯამურად ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინით 34 897 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეები უნდა ეწვიონ ბმულს booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 1522.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და ამჟამად აცრა ნებაყოფლობით, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ქვეყანაში შემოსულია 100 ათასი დოზა "სინოფარმის" ვაქცინა, რომელსაც ჯერ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს, თუმცა სავარაუდოდ, მთავრობა "სინოფარმით" ვაქცინაციას მაისიდან გეგმავს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმო "სინოფარმისათვის" ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე 26 აპრილს იმსჯელებს.