მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე ქვეყანაში სახმელეთო საზღვრები არ იხსნება - ამირან გამყრელიძე

5f1e8cd9c2ba4
ინგა მურუსიძე
27.07.20 12:20
1059
"ამ ეტაპზე ქვეყანაში სახმელეთო საზღვრები არ იხსნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არასამუშაო/ნებისმიერი მიზნით თურქეთში წასვლის უფლებას შეეხებოდა. 

„ამ ეტაპზე ქვეყანაში სახმელეთო საზღვრები არ იხსნება, თუმცა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია დაბრუნდეს თურქეთიდან, მათ შორის მათაც, ვინც სამკურნალოდ იყო წასული, მაგრამ  უნდა გაიარონ ის ორ კვირიანი კარანტინი, რომელიც დაწესებულია ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართველები თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე წასვლას შეძლებენ, მაგრამ - გარკვეული პირობით