ქართული ღვინის კომპანია “თბილღვინო” რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებას და ბაზრების დივერსიფიკაციას იწყებს. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა.
აღსანიშნია, რომ „თბილღვინო“ იყო ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეაჩეროს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან.
“თბილღვინო” ექსპორტს 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს; რუსეთის ბაზრის გამოკლების შედეგად კი, სადაც წელს კომპანიის ჯამური ექსპორტის 20% უნდა გასულიყო, ბაზრების დივერსიფიცირება გადავწყვიტეთ. გვჯერა, რომ დივერსიფიკაცია და მაღალი ხარისხის წარმოება მოგვცემს იმ შედეგს, რომ ჩვენ წლევანდელი წლის დასრულებას მინიმალური დანაკარგებით შევძლებთ და 2022 წელს ფინანსურად წარმატებულად დავხურავთ. შესაძლებლობების ძიება უფრო სტაბილურ ბაზრებზე დავიწყეთ. ნიუ-იურკში, სეულში და დუსელდორფში გამართულ გამოფენებში მონაწილეობა მივიღეთ და გვჯერა, ეს დადებით შედეგებს მოგვიტანს.
რუსეთის ბაზარს რაც შეეხება, ამ ეტაპზე იქ ექსპორტს არ ვგეგმავთ. თუ რუსეთში ეკონომიკურად პროგნოზირებადი სიტუაცია იქნება, ბუნებრივია, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ, თუმცა ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობას ჩვენი მხრიდან ვერ ვხედავ“, - განმარტა ზურაბ მარგველაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე