27.სექტემბერი .2022 12:53

ამ ეტაპზე საფრთხეებს ვერ ვხედავთ - თავდაცვის მინისტრი ლარსზე შექმნილ ვითარებაზე

ამ ეტაპზე საფრთხეებს ვერ ვხედავთ - თავდაცვის მინისტრი ლარსზე შექმნილ ვითარებაზე
views 387
უკან

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი აქამდეც მკაცრი იყო და ახლაც ასე გრძელდება. ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებას და გაზრდილ ნაკადს, რომელიც რუსეთიდან საქართველოსკენ მოემართება.

„ჩვენ აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურად მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი. თეორიული რისკიც იყო, ის დარჩა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ: შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, საბაჟო უკვე პიკზეა, გუშინ 10 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა და მეტის გატარება ფიზიკურად შეუძლებელია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა