06.მარტი .2020 12:42

ამ ეტაპზე საკმარისად მზად ვართ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას - ეკატერინე ტიკარაძე

views 173
უკან

ამ ეტაპზე საკმარისად მზად ვართ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საქართველოში არის დაფიქსირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ გვქონდა რამდენიმე გამოწვევა და მიზანი, რომელსაც სამინისტრო ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად, ძალიან კარგად ასრულებს.

„ეს მიზნები იყო, რომ პირველ რიგში, რაც შეიძლება გვიან დაფიქსირებულიყო საქართველოში პირველი შემთხვევა - ამ მიზანს მივაღწიეთ. შემდეგი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მზად დავხვედროდით ინფექციის შემოსვლას საქართველოში და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ეტაპისთვის საკმარისად მზად ვართ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საქართველოში არის დაფიქსირებული. არის საკარანტინო ადგილები, თუ ჰოსპიტალური სივრცეების რესურსი. შემდეგი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო ინფექციის აღმოჩენა მაქსიმალურად საზღვართან ახლოს და ეს მიზანიც მიღწეულია. ამ ორ მიზანს მოჰყვება შემდეგ თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტების დროული იდენტიფიცირება იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ინფექციის გადადება ქვეყნის შიგნით და ეს პირობაც ძალიან კარგად შევასრულეთ. დღესდღეობით, ჩვენ გვყავს 170 პაციენტი, რომელიც საკარანტინო სივრცეშია, 30 მოქალაქე, რომელიც იმყოფება სტაციონარში და აქედან 9 პაციენტი მკურნალობს ინფექციას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა