მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე საქართველოში 816 მძიმე covid-პაციენტია

5ffea2d0bea23
ინგა მურუსიძე
13.01.21 11:43
680
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარაში - 94, იმერეთში - 234, ქვემო ქართლში - 94, შიდა ქართლში - 103, გურიაში - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 126, კახეთში - 102, მცხეთა-მთიანეთში - 44, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 7".

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 788, აჭარაში - 350, იმერეთში - 768. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 68, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 7, იმერეთში - 26. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 295 - აჭარაში, 27 - იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

"საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, აჭარაში - 55, ხოლო იმერეთში - 7.  სულ 6 ოქტომბრიდან - 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 620 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 989 პირი, აჭარაში - 2 166, იმერეთში - 2 349”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში ვირუსმა საქართველოში 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 403 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.