ამ ეტაპზე საწვავის იაფი წყარო რჩება რუსეთი, თუმცა ხვალ შეიძლება სხვა ქვეყანა იყოს, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა BMG DRIVE-ში განაცხადა.
მისივე თქმით, 2022 წლის მანძილზე რუსულ და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავს შორის თვითღირებულებაში სხვაობა დაახლოებით 30-60 თეთრ იყო.
„ყველა კომპანია ყოველთვის ეძებს საწვავის შემოტანის იაფ წყაროს. დამეთანხმებით, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანია იაფი საწვავი, ამიტომ როდესაც კომპანიები ნახულობენ იაფ წყაროს, ბუნებრივია იმპორტი იმ ქვეყნებიდან იზრდება. წელს რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთი არის საწვავის იაფი წყარო და სხვათა შორის რუსული საწვავი ევროპული სტანდარტის საწვავია, ვინაიდან ის, რაც ჩვენთან შემოდის, შედის ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშიც.
2022 წლის მანძილზე რუსულ და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავს შორის თვითღირებულებაში სხვაობა დაახლოებით 30-60 თეთრ იყო. ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, დაახლოებით 40%-ია რუსეთის წილი მთლიან იმპორტში, მაგალითად, ივნის-ივლისში 65% იყო. ეს ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს“, - განაცხადა ლექვინაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რუსულ საწვავს იქ არსებული ვითარების გართულების გამო თვითღირებულება გაეზარდა, ესაა დიზელის სიძვირის მიზეზიც.
„მძიმე ტექნიკა ამ დიზელზე მუშაობს და მოთხოვნა მაღალია. თუმცა, სამწუხაროა, რომ ჩვენი სასოფლო- სამეურნეო ინდუსტრიისთვის, დისტრიბუციისა და ბევრი სექტორისთვის დიზელზე მაღალი ფასი ძალიან პრობლემურია. ამან განაპირობა საწვავის იაფი წყაროების მოძიება. ამ ეტაპზე საწვავის იაფი წყარო რჩება რუსეთი, თუმცა ხვალ შეიძლება სხვა ქვეყანა იყოს“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 375.5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 364.2 ათასი ტონა შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნებს, იანვარ-აგვისტოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 335,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 45.3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 176,5 ათასი ტონა - 23,9%; ბულგარეთი - 87,9 ათასი ტონა - 11,9%; თურქმენეთი - 68,4 ათასი ტონა - 9,2%; აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 7,5%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 1%, საბერძნეთი - 4,7 ათასი ტონა - 0,6%, ყაზახეთი - 1,8 ათასი ტონა - 0,2% და სხვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი