მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა არ იგეგმება – კახა კალაძე

5e749997ba43e
ინგა მურუსიძე
20.03.20 14:28
1389
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა არ იგეგმება.

"ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურვის შესახებ, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა ყოველდღიურად, ვაკვირდებით მდგომარეობას. თუ ამის საჭიროება იქნება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დაიხურება", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აკრძალულია.