მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე ვაქცინაციის ჯგუფების გაფართოება არ იგეგმება - ტიკარაძე

607eb82124a75
ინგა მურუსიძე
20.04.21 15:24
510
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის ჯგუფების გაფართოება არ იგეგმება. მისი თქმით, არსებული პრიორიტეტი უნდა იქნას შენარჩუნებული.

„ჯგუფების გაფართოება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. ვინაიდან ის ცვლილებები, რაც ვაქინაციის საბჭომ უკვე მიიღო დაჩქარებულია და ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში დაჩქარებული ჩართვის საშუალება მივეცით.

ის ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობს ვაქცინაციაში, არიან მაღალი რისკის მქონე და ვფიქრობ, ეს პრიორიტეტი უნდა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

NCDC-ის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 31,019 ადამიანი არის აცრილი, რაც საქართველოს მოსახლეობის 0.8%-ია. გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის სისტემა ყველა სრულწლოვანი მოქალაქისთვის გახსნა.