მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე ვაშლიჯვრიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის - მერია

605dba0173419
ინგა მურუსიძე
26.03.21 14:46
788
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე იგეგმება სამუშაოების დაწყება მეწყრის ძველ მდგომარეობაში დასაბრუნებლად.

„რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ექსპერტების და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ ეს საფრთხე იარსებებს, დაუყოვნებლივ გატარდება ყველა შესაძლო შესაბამისი ზომა. მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ისინი სრულად არიან ინფორმირებული ყველაფერზე. თუ საფრთხე იქნება, მზად ვართ, ნებისმიერი ღონისძიების გასატარებლად“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისი განმარტებით, შესაბამის სამსახურებთან ერთად ევაკუაციის გეგმა შემუშავებულია, მაგრამ მისი გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.

"ყველანაირი შესაძლო სცენარისთვის მზად ვართ", - ამბობს ბენდელიანი.