კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, ხელისუფლებამ საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება უნდა მისცეს, თუმცა, თამაზ დაუშვილის აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა.
„ვფიქრობ, ხელისუფლებამ ღირსეული ნაბიჯი უნდა გადადგას და ადამიანს საშუალება მისცეს, იმკურნალოს ისეთ დაწესებულებაში, სადაც მიაჩნია, რომ უკეთესად მოუვლიან. ჩემი აზრით, მართლაც ყველანაირ პოლიტიკას ცდება, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მით უფრო, როცა ეს ადამიანი ქვეყნის მესამე პრეზიდენტია”, - ამბობს მიხეილ დაუშვილი bm.ge-სთან.
კითხვაზე - რატომ არ ითვალისწინებს ხელისუფლება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელმაც ხელისუფლებას სააკაშვილისადმი ღირსეული მოპყრობისკენ მოუწოდა, ბიზნესმენი ამბობს, რომ მთავრობა ყოფილი ოპონენტის მიმართ პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს.
“როგორც ჩანს, მთავარი ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნებაა. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლება არარაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს. შესაძლოა ფიქრობენ, რომ სწორად იქცევიან, მაგრამ ყველანაირი დაკვირვებით, ეს ნაბიჯები რაციონალური არ არის და არ ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა, რომ არ ხდება ელემენტარული მოთხოვნის დაკმაყოფილება პატიმრის, რომელსაც აქვს სურვილი გადავიდეს ისეთ საავადმყოფოში, სადაც მისთვის მისაღები პირობები იქნება”.
კომპანია “დიოს”დამფუძნებელს მიაჩნია, რომ საქართველოს დასავლური კურსისგან გადახვევა შესაძლოა, მიზანი არ იყოს, თუმცა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ასე ხდება.
„დასავლური კურსის გადახვევა შესაძლოა, მათი მიზანი და მოწოდება არ იყოს; უბრალოდ, იმდენად მაღალია ხელისუფლების შენარჩუნების სურვილი, ეს ყველაფერი თავისთავად გამოდის. შესაძლოა, ეს წინასწარ ჩაფიქრებული არ იყოს და არ მინდა მჯეროდეს, რომ ვიღაც ამას შეგნებულად აკეთებს, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი იმდენად მაღალია, რომ ასეთი არარაციონალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. საბოლოო ჯამში, გამოდის ასე [დასავლური კურსის შეწირვა ამ ყველაფერზე]. შესაძლოა, უნებლიედ, თუმცა შედეგი ეს არის”, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ე.წ. გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება