მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ განცხადებას მთავრობა მაგრად უნდა ჩამოეკიდოს” - რაზე ითხოვს ყურადღებას თემურ ჭყონია

5fb6cbf330a40
თელარა გელანტია
20.11.20 00:00
3218
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, „მაკდონალდს საქართველო“ შემდეგი 4 წლის განმავლობაში 60 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ამის შესახებ ბიზნესმენმა „საქმის კურსთან“ იმ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ინვესტიციების და ინვესტორების მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას შეეხებოდა.

„ახალი მთავრობა ავირჩიეთ 4 წლით... რა შესაძლებლობები აქვს "მაკდონალდსს" ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ინვესტირების? - 4 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით, 60 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელოთ. ამ ჩვენს განცხადებას მთავრობა მაგრად უნდა ჩამოეკიდოს და გვითხრას - მათ რა შეუძლიათ ამ ხნის განმავლობაში, რომ გაგვიკეთონ და ამაზე უნდა დაიდოს ხელშეკრულება, იმიტომ, რომ 4 წელიწადში 60 მლნ ლარი უშველებელი თანხაა“, - განაცხადა ჭყონიამ.

ამასთან, ბიზნესმენს მიაჩნია, რომ შექმნილ კრიზისულ პერიოდში უცხოური ინვესტიციები საქართველოში "უსამართლო სასამართლოს" გამო არ შემოვა, ამიტომ სახელმწიფომ პანდემიის პერიოდში ადგილობრივი ინვესტორები საგადასახადო ვალდებულებებისგან უნდა გაათავისუფლოს, თუმცა - კონკრეტული დათქმებით.