პარლამენტი მიკრობანკების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. მისი მიღების შემთხვევაში, ბაზარზე ახალი საფინანსო ორგანიზაციები გაჩნდებიან, რომლებიც მისო-ებსა და ჩვეულებრივ ბანკებს შორის შუალედურ პოზიციას დაიკავებენ.
საკითხი პარლამენტში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ წარადგინა - “მიკრობანკების მიერ მხოლოდ დეპოზიტების მიღება და კრედიტების უცხოურ ვალუტაში გაცემა არის აკრძალული. კანონში ჩამოწერილია მიკრობანკების უფლებები და 90%-ით იმეორებს იმას, რაც აქვთ კომერციულ ბანკებს,”- ამბობს ლეჟავა.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რამდენიმე მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას “მიკრობანკის” იურიდიული სტატუსის მოპოვების უფლება მიეცემა, რის შემდეგაც მათ 1 მილიონიანი სესხების გაცემა შეეძლებათ. ამჟამად მისო-ებისთვის სესხის მაქსიმალური ზომა 100,000 ლარს შეადგენს.
საჯარო განხილვაზე კანონპროექტი გააკრიტიკა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ამ კანონპროექტს აქვს ნაკლი, რადგანაც მიკრობანკებს სავალუტო კრედიტების გაცემის უფლება არ ექნებათ, რაც გოცირიძის აზრით ამ ფინანსური ორგანიზაციების მაღალ რისკიანობას განაპირობებს. ამიტომაც, მისი თქმით, ბაზარზე შესაძლოა “ჯიხურის” ტიპის ბანკები გამოჩნდნენ.
“უნდა მივცეთ მათ ვალუტაში დაკრედიტების უფლება და ვეთანხმები ამ მიმართულებით შენიშვნას, რადანაც ბანკებთან მიმართებით ჩავარდებიან ცუდ ვითარებაში. თუ უცხოური ვალუტის დაკრედიტების უფლებას მისცემ, მაშინ სესხის ზომის 1 მილიონი ლარით შემოფარგვლა, ნიშნავს, რომ მივიღებთ ჩვეულებრივ ჯიხურ ბანკებს. ახლა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბევრად ჯანსაღი არიან, ვიდრე ჩემ დროს ის ბანკები, რომლებიც ძალიან დიდ რისკს უქმნიდნენ საფინანსო სისტემას ბევრი რამის გამო და ბუტკა ბანკებს ვეძახდით. თქვენ ამ სისტემის აღორძინება გინდათ. ცდუნებას აძლევთ, რომ 8 მილიონამდე შეივსონ კაპიტალი და რისკისკენ უბიძგებთ,”- აცხადებს რომან გოცირიძე.
თუმცა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით ის არ ეთანხმება იმ შეფასებას, რომ მიკრობანკებს უნდა შეეძლოთ ბანკების ანალოგიური სერვისები მიაწოდონ ბაზარს.
“მე ვფიქრობ, რომ მათ ასევე დეპოზიტების მიღება არ უნდა შეეძლოთ მიკრობანკებს, ან მათი საზედამხედველო მოთხოვნები უნდა იყოს ბანკების ანალოგიური, სადაც გვაქვს ბაზელ სამის ზედამხედველობის ჩარჩო და 50 მილიონის კაპიტალის მოთხოვნა”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგნელის ნინო დევდარიანის განცხადებით, ინიციატივის მთავარი პრობლემაა ის, რომ ამ საფინანსო ორგანიზაციებს სავალუტო სესხების გაცემა არ შეეძლებათ.
“ერთადერთი პრობლემა რაც გვაქვს არის დაკრედიტების ვალუტის შეზღუდვაზე. ეს ხორციელდება სამოქალაქო კოდექსის მიერ და ესაა საერთო ყველა ფინანსური ორგანიზაციისთვის. მთავრობამ მიიჩნია, რომ 200,000 ლარი არის ის ლიმიტი, რის ქვემოთაც სესხები უნდა გაიცემოდეს მხოლოდ ლარში. აქამდე ლიმიტი სესხების იყო 100,000 ლარი, ახლა ის იზრდება მილიონ ლარამდე, ჩნდება ფანჯარა 1 მილიონ ლარამდე სესხების გაცემის, თუმცა მიკრობანკებს არ შეეძლებათ დოლარის სესხის გაცემა, მაშინ როდესაც 100,000-დან 1 მილიონ ლარამდე დაკრედიტება ზოგადად 60%-ით უცხოურ ვალუტაში ხდება. შესაბამისად, კონკურენციის გაზრდის ნაწილში ვფიქრობთ, რომ ეს არ უწყობს ხელს.”- აცხადებს დევდარიანი.
კითხვაზე თუ რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეიძლება გარდაიქმნას მიკრობანკად, ნინო დევდარიანი პასუხობს, რომ საუბარია სამ ორგანიზაციაზე - “კრისტალზე”, “ემბისისა” და “ლაზიკა კაპიტალზე”. ეს ორგანიზაციები მთლიანი ბაზრის აქტივების 35%-ს აერთიანებენ.
ამჟამად საქართველოში სულ 37 მისო ოპერირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი