მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ მომენტში ვერ ვამჩნევთ განსაკუთრებულ წნეხს ლარის გაუფასურების მიმართულებით – IMF

605ef17ec30d3
BM.GE
27.03.21 21:00
936
ამ მომენტში ჩვენ ვერ ვამჩნევთ რაიმე განსაკუთრებულ წნეხს ლარის გაუფასურების მიმართულებით, – ამის შესახებ აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი, რომელმაც საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე საქმიანობა ახლახან დაასრულა. მერსედეს ვერა მარტინმა მისი საქმიანობა საქართველოში გადაცემა Forbes Talks–თან და “Forbes კვირასთან” შეაჯამა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.

მერსედეს ვერა მარტინი ინტერვიუში გამოეხმაურა S&P–ის საქართველოსთან დაკავშირებულ პროგნოზებს. Standart&Poors–ის შეფასებით, ვალის დღევანდელი მოცულობა საქქართველოში, რაც დაახლოებით მშპ-ს 63%-ია, კიდევ 6 პროცენტული პუნქტით გაიზრდება და მშპ-ს 70%-ს მიაღწევს. ამის ძირითადი მიზეზი კი ლარის გაუფასურება იქნება. თუმცა, მერსედეს ვერა მარტინი ამბობს, რომ ის ლარზე მსგავსი ტიპის წნეხს არ ელოდება.

“რაც შეეხება, ვალის დინამიკას - ზუსტად არ ვიცი, რას დააფუძნა S&P-მა თავისი გათვლები, ჩემთვის 6 პროცენტული პუნქტი ბევრია, რადგან მაშინ ლარი მნიშვნელოვნად უნდა გაუფასურდეს და ამ დინამიკას დღეს ჩვენ ბაზარზე ვერ ვამჩნევთ. ამასთან, მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მოქმედებები იყო ძალიან პროაქტიური იმ ნაწილში, რომ თავიდან აერიდებინა ბაზარზე გაცვლითი კურსის ზედმეტი ვოლატილობა სხვადასხვა მიზეზის გამო და ეს კარგია. ამ მომენტში ჩვენ ვერ ვამჩნევთ რაიმე ტიპის განსაკუთრებულ წნეხს ლარის გაუფასურების მიმართულებით”,– აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი.