04.მარტი .2020 23:00

"ამ პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემური სესხი გაჩნდება" - ანდრო ჯიშკარიანი ჰოტელიერების პრობლემებზე

views 747
უკან

„ამ პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემური სესხი გაჩნდება“, - ასე აფასებს BM.GE-ისთან საუბრისას სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებელი და დირექტორი ანდრო ჯიშკარიანი კორონავირუსის გამო ტურიზმის სექტორში შექმნილ მდგომარეობას.

როგორც ჰოტელიერი ამბობს, ტურიზმი მხოლოდ სასტუმრო ბიზნესებს არ მოიცავს და აქ ძალიან ბევრი მიმართულებაა გაერთიანებული. მთავარი პრობლემა კი ბანკებთან ურთიერთობაა.

„რთულია თქვა რაშია მდგომარეობიდან გამოსავალი, უბრალოდ რაღაც ხელშეწყობები სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება იყოს, იგივე კომუნალური გადასახადების გადავადებასთან შუამდგომლობა. მაგაზე პრიორიტეტულად მე მიმაჩნია, რა თქმა უნდა, ადამიანურ რესურსთან პრობლემების მოგვარება, იგივე საშემოსავლო გადასახადის გადავადება სახელმწიფოს მხრიდან.

თუმცა, ტურიზმის სექტორი არ მოიცავს მხოლოდ სასტუმროებს - იქ არის ტრანსპორტი, რომელიც ამაზე მიბმულია, სარესტორნო სერვისი და საშემოსავლო გადასახადებზე საუბრისას ესეც უნდა გავითვალისწინოთ.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ბანკებთან ურთიერთობაა. ამ პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემური სესხი გაჩნდება, იმიტომ რომ სასტუმროების 90%-ზე მეტი საბანკო კრედიტით არის გაკეთებული, ეს კაპიტალდაბანდებადი ბიზნესია და აქედან გამომდინარე ეს პრობლემა შეიქმნება“, - განაცხადა ანდრო ჯიშკარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა