მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან დაცლილი სუფთა გარემო - გახარია

612f99fe8982a
თელარა გელანტია
01.09.21 19:25
1081
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.

როგორც მან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის "საქართველოსთვის" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, დედაქალაქს დღეს კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან დაცლილი სუფთა გარემო სჭირდება.

„მე ამ ქალაქში დავიბადე, მე თბლისში გავიზარდე და ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს. კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს სჭირდება ღირსების შენარჩუნება, ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან დაცლილი სუფთა გარემო, ამ ქალაქს სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში მეგაპოლისი, ამ ქალაქს სჭირდება მეგაპროექტები. ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს ის პირველი მეგაპოლისი ჩვენს დიდ რეგიონში“, - თქვა გიორგი გახარიამ.