პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ირწმუნება, რომ საპენსიო აქტივების ნაწილში სანდოობის კუთხით კითხვის ნიშნების დასმა აბსურდულია. ასე პასუხობს ლილუაშვილი კითხვას, რომელიც საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით მოქალაქეებში ნდობის დეფიციტს შეეხება.
„აქტივების ნაწილში კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ საპენსიო ანგარიშზე სისტემის მონაწილის თანხა და მასზე დარიცხული შემოსავალი არის მისი საკუთრება და ჩვენ შევდივართ საკუთრების ნაწილის შეფასებაში. ქვეყანაში ბოლო წლებში საკუთრების უფლების ნაწილში ყველაფერი არის ცალსახა და ეს უფლება დაცულია. საპენსიო აქტივების ნაწილში კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ 90-იანი წლების გამოცდილება გამეორდება - აბსურდულია. ამ ქვეყანაში ეს წლები დასრულდა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება საინვესტიციო დოკუმენტს, რომლის პრეზენტაცია საპენსიო სააგენტომ დღეს გამართა, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ამ დოკუმენტით, საპენსიო სააგენტოს და მთლიანად სისტემის მონაწილეები გრძელვადიან პერიოდში მიიღებენ სარგებელს და შემოსავლების ნაწილში რისკი არის მინიმალური.
„კანონით განსაზღვრულია, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ეს აქტივები უნდა განთავსდეს მხოლოდ ისეთ ინსტრუმენტებში, რომელსაც აქვს ნულოვანი რისკი. ამ მოცემულობით, საპენსიო აქტივების დაცულობა არის მაღალი და შემოსავლები იქნება ბევრად მაღალი, ვიდრე ეს იქნებოდა შენატანებით. თქვენ მიერ დაზოგილ თანხებს დაერიცხება დამატებითი შემოსავალი, დღეს უკვე აქტივებს დაერიცხა 100 მლნ ლარი და ეს ფაქტია. განვითარებად ქვეყნებთან შედარებით კარგი მაჩვენებელი გვაქვს“, - ამბობს ლილუაშვილი.
კითხვაზე - სად ხედავს მთავრობის როლს ამ ყველაფერში, პრემიერის მრჩეველი აქაც კანონს იშველიებს და ამბობს, რომ მთავრობას საზედამხედველო ფუნქცია აქვს.
„მთავრობის როლი კანონით არის განსაზღვრული, ეს არის საზედამხედველო საბჭო, რომელიც შედგება სამინისტროების წარმომადგენლებისგან. სახელმწიფოს და მთავრობის როლი მდგომარეობს იმაში, რომ საოპერაციო დონეზე მხარი დაუჭიროს რეფორმის განხორციელებას და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი იმ გარემოს, რა გარემოშიც სისტემის მონაწილეები მიიღებენ მაქსიმალურ სარგებელს. ასევე, ეს რეფორმა და მთლიანად პროცესი დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში. მთავრობამ უნდა შექმნას საკანონმდებლო ბაზა და განავითაროს ის ჩარჩო, რაც ამ ქვეყანაში ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საპენსიო ფონდიდან შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების შესყიდვა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას