მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ სანქციებით რუსეთის ეკონომიკურად გაგუდვა დაწყებულია - ფინანსისტი

62186eb2abfb2
მარიამ ვარადაშვილი
25.02.22 09:58
1116
ფინანსისტი ირაკლი ერაძე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გუშინ, 24 თებერვალს რუსეთისთვის დააანონსებულ ახალ სანქციებს აფასებს და ამბობს, რომ ისინი ბევრად უფრო მეტ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, ვიდრე მისი SWIFT-დან გათიშვაა.

ამის შესახებ ის facebook-ის პირად გვერდზე წერს.

"სანქციების ეს პაკეტი ბევრად მეტია SWIFT-იდან გათიშვაზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის ეკონომიკურად გაგუდვა რეალურად უკვე დაწყებულია;ფაქტობრივად, ემბარგოა ბევრი მიმართულებით, არამარტო ფინანსური, არამედ ფინანსურზე გავლით ენერგეტიკაზე, სოფლის მეურნეობაზე და კიდევ სხვა მიმართულებითაც. თან ეს ყველაფერი ბელარუსზეც ვრცელდება და შედეგებს საკმაოდ მალე იგრძნობენ.

ამას ძალიან მალე უნდა მოჰყვეს ევროპის ამ დონის სიმძიმის სანქციები. გააჩერებს ეს პუტინს და ომს შეწყვეტს? არა, მაგრამ ხელ-ფეხს აუცილებლად შეუკრავს. უკრაინელებმა კი უნდა იომონ და გაუძლონ”, - წერს ერაძზე Facebook-ზე.

აშშ უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს.